Sunday, July 10, 2016

მე-9 დღე

ესდღე საინტერესო იყო იმით, რომ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

შევქმენით პროექტის საქაღალდე.

ამ ტრენინგმა  ბევრი რამ მასწავლა.გავიგე, როგორ კეთდება პროექტის გეგმა, გავეცანით ჩეკლისტის ფორმას და  სხვ.

კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენერით. ის ყველაფერს გასაგებად გვიხსნიდა.

Friday, July 8, 2016

მე-7 დღე

გავიხსენეთ წინა დღის მასალა.  მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. დავგეგმეთ ჩვენი პროექტის აქტივობები და შევიტანეთ გეგმაში, რომელიც გავუზიარეთ ტრენერს.

Sunday, July 3, 2016

მე-6 დღე

გავიხსენეთ წინა დღის მასალა.  განვიხილეთ  შეფასების ფორმები, ავირჩიეთ ორი შეფასების ფორმა: თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩეკლისტი. პრეზენტაციის ჩეკლისტს გავუკეთეთ ადაპტირება და   მოვარგეთ ჩვენს მოსწავლის ნიმუშს. ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც ავტვირთეთ ღრუბლებში და გავუზიარეთ ტრენერს. განვიხილეთ, რა უნდა ჩაგვეწერა შეფასების მონახაზში. განვმარტეთ თითოეულიმეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი.    

Saturday, July 2, 2016

მე-5 დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს. ვისაუბრეთ მიმდინარე და საბოლოო შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის მეთოდები და ინსტრუმენტები,შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა, კერძოდ,პრეზენტაციის ჩეკლისტი, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და       მივიღეთ საშინაო დავალებები.

Friday, July 1, 2016

მე-4 დღე

გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგის მასალა. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია. გავარჩიეთ ზოგადი და თემატური კითხვები, მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის, შევიტანეთ  გუგლდოკებში,გავუზიარეთ  ტრენერს, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჯგუფის წევრებისაგან.

Sunday, June 26, 2016


მე-3  დღე

ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე. გავწერე სტანდარტები ჩემი პროექტის შესახებ,საიტიდან გადმოვიტანე ჩემს შაბლონში.  ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციფიკურ მიზნებზე. მოვიშველიეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და დავწერეთ ჩვენი მიზნები. ვისაუბრეთ პუბლიკაციის მნიშვნელობის  შესახებ. გავეცანით პროგრამა Publisher .მივიღეთ  საშინაო  დავალება.
.